142-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, მათ უფროსკლასელებს ჩაუტარეს ლექცია-ტრენინგი თემაზე: „გადასახადების გადახდის აუცილებლობა“ აუხსნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამართლიანი და გამჭირვალე საგადასახადო სისტემა ქვეყანის განვითარებისათვის. მოსწავლეებს დაურიგდათ მასალა, საიდანაც სურვილის მიხედვით ირჩევდნენ შესაბამის ბიზნესს და შემდეგ ახდენდნენ თავიაანთი ნააზრევის პრეზენტაციას. მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია აღნიშნულმა თემამ, იყო დისკუსია. უფროსკლასელებმა გამოთქვეს თავიაანთი შეხედულებები, აზრები და ფრიად კმაყოფილნი დარჩნენ. დასასრულს დაურიგდათ ტესტები, სადაც მოსმენილი ლექციიდან გამომდინარე აირჩიეს შესაბამისი პასუხები.