პროექტი „ილიას ღირებულებების შესანარჩუნებლად მე მჭირდება მეტი ევროპა“
19-04-2019, 14:14
თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში, მარტი-აპრილის თვეში ინტეგრირებული სასაწავლო პროექტი „ილიას ღირებულებების შესანარჩუნებლად მე მჭირდება მეტი ევროპა“ განხორციელდა. პროექტს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის პედაგოგი ეკატერინე ტაბატაძე. პროექტში მონაწილეობდნენ VII და X კლასის მოსწავლეები.
პროექტის მიზანი იყო ევროკავშირის შესახებ სწავლება და ევროპული ღირებულებების სწავლების ხელშეწყობა. დემოკრატიული, ევროპული იდეების გაცნობა ილიას შემოქმედებაში და მისი შედარებაევროპულ ღირებულებებთან, ცოდნის შეძენა , გაღრმავება და ცნობიერების დონის ამაღლება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება, როგორც თბილისში ასევე საგურამოში, წიწამურთან, მოახდინეს სკაიპ ჩართვა რეგიონთან და ცოდნის გაზიარება ერთმანეთთან. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ილიას შეხედულებებს, პუბლიცისტურ წერილებს, მოუსმინეს ლევან გიგინეიშვილის ლექციებს ილიაზე, გაეცნენ ევროკავშირის შექმნის ისტორიას, ღირებულებებს, მოუსმინეს ნატოს გენერალური მდივნის ლექციას, გაეცნენ ევროკავშირზე ინფორმაციას, ონლიაინ ვიდეობის დახმარებით. დაწერესინგლისურად, „რატომ მინდა ვიყო ევროპის ნაწილი“,გააკეთესკედლის გაზეთებითემაზე „ევროპულ ღირებულებები ილიას შემოქმედებაში“. გადაიღეს კლიპი „საქართველო ევროპის ნაწილია“ და აღიარეს რომ ევროპული ღირებულებების დაცვა და წინ წამოწევა ყოველდღიურ ცხოვრებაში გასაღებია ჩვენი მომავალი კეთილდღეობისთვის.
აღნიშნულ პროექტში ინგლისური ენის მასწავლებელი ეკატერინე ტაბატაძე და მისი მოსწავლეებიჩაერთვნენ“ ნატო ევროკავშირის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში„მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“.
პროექტში მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას!