24-04-2019, 15:06
დადაგა აპრილი. იმედისა და სიხარულის, დაბადებისა და სიცოცხლის, ღვთის ზეიმის დღესასწაულის თვე.
მიიწურა დღეები 23 აპრილამდე.ამ დღის მოლოდინით გათენდა საგარეჯოს შშმ და სსმ ბავშვებისთვის.
ქ.თბილისის N 142 საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონ შორენა ცნობილაძისა და პოეტ დიკა სალაყაიას ხელმძღვანელობით მოეწყო საქველმოქმედო აქცია „თბილეთი“. აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა შეაგროვეს ტანსაცმელი,საკვები და ყველა ის საჭირო ნივთი, რითაც შეიძლებოდა გამოეხატათ თავიანთი მზრუნველობა და თანადგომა ბავშვების მიმართ.უდიდესი სიყვარულის, სითბოსა და სიხარულის გარემოში მიმდინარეობდა შეხვედრა ბავშვებთან. არ შეიძლება იმ განცდებისა და ემოციების სიტყვებით გადმოცემა, რაც იმ დღეს ხდებოდა. მართლაც რომ, უდიდესი ძალა აქვსსიკეთეს, სიყვარულს, რომლებიც ამ უმწეო სხეულში დიდ სითბოს ღვრიან და უხალისებს მათცხოვრებას.სიკეთე გადამდებია-უთქვამთ, და მართლაც გადამდები უნდა იყოს, რათა იმედის სხივი არ ჩაქრეს ჩვენი ბავშვების მომლოდინე თვალებში, რათა მათი სიხარულით ჩვენც გავიხაროთ. ისინი ხომ ღვთისგან გამოგზავნილი ნათელი სხივები არიან ჩვენს გასათბობად მოვლენილი - „ღვთის შვილები“