ყოველ წელიწადს 21 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ბოლო პერიოდში ტრადიციად იქცა, ამ დღეს დედამიწის მიმართ მადლიერებისა და მზრუნველობის გამოხატვა და სიმბოლურად ერთი ხის დარგვა. თუმცა, სულაც არაა რთული, რომ ყოველი დღე დედამიწის დღედ ვაქციოთ. ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა. თითოეული ადამიანის მიერ ყოველდღიურად შეტანილი წვლილი საბოლოოდ მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს დედამიწაზე.