„არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“
18-05-2019, 12:12
სსიპ ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ერთკვირიანი პროექტი-ტრენინგი. საინფორმაციო-სასაწავლო კურსის, „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ავტორია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. ეს პროექტი ხორციელდება 2015 წლიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის საფუძველზე.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ამ ტრენინგის მიმართ, გაეცნენ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების განვითარების ისტორიას 1918 წლიდან დღემდე; გაიაზრეს საქართველოში მოქმედი საარჩევნო სისტემის დანიშნულება და არჩევნების არსი და როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. ასევე მედიის როლი საზოგადოებისათვის არჩევნების შესახებ ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მოირგეს კანდიდატების როლი და გაითავისეს საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულად ჩამოყალიბების მნიშვნელობა.
სასაწავლო კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
მადლობა ცესკო-სჩვენს მოსწავლეებში საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის.