2019 წელს 1/ბ (დამრიგებელი მანანა ხულუზაური) კლასის მიერ ჩატარებული ღონისძიება „ერთი წელი სკოლაში“ მიეძღვნა სასწავლო წლის დასასრულს. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა გაიხსენეს 2018-2019 სასწავლო წელს სკოლაში გატარებული დღეები: პირველი შთაბეჭდილება, გაცნობა-დამეგობრება ერთმანეთთან, “დედაენასთან„ შეხვედრა, პირველი გაკვეთილები. სკოლის კედლებში ნასწავლი თემები: დედაენაზე,სამშობლოზე,სიყვარულზე,მეგობრობაზე. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს,იცეკვეს. ეს დღე ბავშვებისა და მშობლებისათვის სამუდამოდ ლამაზად გასახსენებელი იქნება.