2018 წლის 28 მაისი დაუვიწყარი იქნება ქ.თბილისის 142-ე საჯარო სკოლის 1 კლასის მოსწავლეებისათვის, რომელსაც სიყვარულით, სათნოებით, სიკეთით სავსე მასწავლებელი, ქალბატონი მაია ლაბუჩიძე ასწავლის.
კლასში მზის და იის ფერებს მოუყრიათ თავი.საკლასო ოთახის კედლებიდანაც მზე გვიცინოდა, იებს მორცხვად დაეხარათ თავი. მასწავლებელს 1 კლასელებისათვის თბილი გარემო შეექმნა, რომელშიც ბავშვების პატარაგულებიდან ამოსული დიდი განცდით წარმოთქმული სიტყვები გულში მალამოდ ესალბუნებოდა დამსწრე მშობლებსა თუ პედაგოგებს.
ეს დღე იყო სადიდებელი ჰიმნი დედა ენისა, დედა სამშობლოსი და დედისა, რომელიც შვილის გადასარჩენად უკვდავების წყალს გააჩენს, კლდეს ქვიშად აქცევს და შვილისაკენ მიმართულ ალესილ მახვილს მკერდით გადაეფარება.
21-ე საუკუნის მომავალი მამულიშვილნი წინაპართა ფესვებზე ამოზრდილი ყლორტებივით იმოძღვრებოდნენ მამა-პაპათა სიბრძნით.
სიხარულის ცრემლი უბრწყინავდათ სკოლის დირექტორ ქალბატონ შორენა ცნობილაძეს, სასაწავლო ნაწილის წარმომადგენლებს: ქალბატონებს ბელა ჩიტიას და დონარა სულამანიძეს.დამსწრე მშობლებს.
ემოციებითსავსე, ამაღლებული განწყობით, ლამაზად გამოემშვიდობნენ უსაყვარლეს მასწავლებლებს პატარა აღსაზრდელები, იმ იმედით, რომ მომავალ სასწავლო წელს კვლავ შეხვდებიან და მრავალ, მრავალ ლამაზ, შემოქმედებით სავსე დღეებს აჩუქებენ ერთმანეთს.
მადლობა ქალბატონ მაია ლაბუჩიძეს ასეთი თბილი, მზიანი, იის სურნელით გაჯერებული დღისათვის, მადლობა ქალბატონ მაია მარშანიას, ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებელს, ღონისძიების მუსიკალური გაფორმებისათვის. მადლობა მშობლებს მასწავლებელთან თანამშრომლობისათვის.
ვუსურვოთ მაია მასწავლებელს მრავალი,მრავალი ღონისძიება ჩაეტარებინოს პატარებთან ერთად და გაეხარებინოს მოსწავლეთა, მშობელთა და კოლეგების გულები.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა გერმანოზაშვილი