2019 წელი. 28 მაისი. 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მიჰყვნენ კვალდაკვალ შესწავლილ მასალას და ხელნაწერთა სამეცნიერო ინსტიტუტის კარი შეაღეს. მასპინძლობა ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკმა მანანა ვარადაშვილმა გაგვიწია. ვრცლად ისაუბრა ქართული ანბანის განვითარების საფეხურებზე, პირველი ქართული სახელმძღვანელოების შექმნასა და მათ დაცვაზე. ხელნაწერთა წიგნების ასო-ბგერების მოხაზულობასა და საწერ საშუალებად ოქროს საღებავების გამოყენებაზე. მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „კალას ლექციონარმა“ , რომელიც შესრულებულია პერგამენტზე სინგურით. ასევე პაპირუსის კოლექციამ, იგივე ჭილზე შესრულებულმა ხელნაწერმა ძეგლებმა. ბავშვებმა ვრცლად ისაუბრეს ადიშის ოთხთავის, პარხლის ოთხთავის და ჯრუჭის ოთხთავის სამეცნიერო ლიტერატურულ წიგნებზე შექმნიდან დღემდე. წარუშლელი შთაბეჭდილება დარჩათ ნახულითა და მოსმენილით, რომელიც ცოდნის დონის ამაღლებაში გამოადგებათ .
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან კვერნაძე.