„სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე“.....
4-06-2019, 17:43
2019 წლის 4 ივნისს 142-ე საჯარო სკოლის უცხო ენების კათედრამ ერთობლივად ჩაატარა ღონისძიება თემაზე„სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე“ ....
მოსწავლეებმა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ ენებზე წაიკითხეს ჯორჯ გორდონ ბაირონის, ელიზაბეტ ბარეტ ბრაუნინგის, უილიამ შექსპირის, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის და სერგეი ესენინის ლექსები.
ღონისძიება გაალამაზა კლასიკურმა მუსიკამ. აჟღერებული იყო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, იოჰან სებასტიან ბახის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის კლასიკურმა ნაწარმოებებმა.
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები,მოსწავლეები, მშობლები.
ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.
სკოლის დირექტორმა შორენა ცნობილაძემ მადლობა გადაუხადა ბავშვებს, მშობლებს და მათ ხელმძღვანელებს ასეთი მაღალი დონის ღონისძიების ჩატარებისათვის.