17-09-2019, 16:20
ამაღლებული განწყობით დაიწყო ახალი სასწავლო წელი თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში. ყვავილების თაიგულებით, სიყვარულით სავსე სახეებით ულოცავდნენ მონატრებული მოსწავლეები მასწავლებლებს ღირსშესანიშნავ დღეს. მშობლიური სკოლა სადღესასწაულოდ მაგნიტივით იზიდავდა მოსწავლეებს, მშობლებს,ბებია-პაპებს, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად სკოლის ეზოში თავიანთ სანუკვარ დროს, ბავშვობას დაჰბრუნებოდნენ.ახალი სასწავლო წლის დაწყება გულითა და სულით მიულოცა პედკოლექტივს, მოსწავლეებს, მშობლებს და სრულიად საქართველოს სკოლის დირექტორმა-ქალბატონმა შორენა ცნობილაძემ, რომლის სიტყვებშიც სიამაყით გაიჟღერა გასული სასწავლო წლის სასიხარულო მიღწევებმა, კურსდამთავრებულთა უმრავლესობის წარმატებით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ამბავმა.
გაისმა პირველკლასელთა წარმოთქმული ლექსები, ეზოში ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა უფრო მეტი საზეიმო ელფერი შესძინა ცოდნის დაწყებას. (ქორეოგრაფიული ანსაბლის ხელმძღვანელი იური ტორაძე). ზეიმის გარემოს შექმნას და მსვლელობას ორგანიზატორობას უწევდა სკოლის მუსიკის პედაგოგი, ქალბატონი იზა ტყეშელაშვილი და დაწყებითი საფეხურის პედაგოგი მანანა ხულუზაური.
დაირეკა ზარი და პირველკლასელებთან ერთად ყველა მოსწავლემ თავის მერხს მიაშურა.
ახალი 2019-2020 წელი მშვიდობიანი, წარმატებული და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
მაყვალა გერმანოზაშვილი
16.09.2019 წელი