2019-2020 სასწავლო წლის 20 ოქტომბერს,ქ.თბილისის 142-ე საჯარო სკოლის 5დ კლასის დამრიგებელმა იზა ტყეშელაშვილმა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მარინა სარალიძემ ჩაატარეს კლასის 20 ბავშვის მონაწილეობით გაკვეთილი ბუნების წიაღში "შემოდგომის ფერები". ეროვნული მუზეუმის და მეტეხის ტაძრის დათვალიერების შემდეგ ბოტანიკურ ბაღში წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე.წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედების პრეზენტაცია.იმხიარულეს და გაერთნენ.