4 დეკემბერს 142 საჯარო სკოლის უფროსკლასელები იყვნენ საკრებულოში, სადაც დახვდათ საკრებულოს თავმჯდომარე და ზღვის უბნის მაჟორიტარი თამარ ტალიაშვილი. ისინი მოსწავლეებს ესაუბრნენ აქტუალურ თემებზე და უფროსკლასელებმა გამოხატეს საკუთარი აზრი, ამ თემებთან დაკავშირებით. საკრებულოში ექსკურსიის ორგანიზებას გაუძღვა სკოლის თვითმართველობის თავჯდომარე მარიამ ხაჩიძე და მისი გუნდი.