2019 წლის 2-3 დეკემბერს მასწავლებლის სახლში ჩატარდა შემაჯამებელი ორდღიანი კონფერენცია „ eTwinnig-ი დემოკრატიისთვის“.
კონფერენციის მიზანი იყო, რომ მასწავლებელს შეუძლია
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში.
აღნიშნულ კონფერენციაზე მოხდა 142-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის და მერვე კლასია ნამუშევრის დაჯილდოება. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად შექმნეს ვიდეო რესურსი, სახელწოდებით „ დემოკრატიული ჩართულობა“. https://www.youtube.com/watch?v=euGxkC2ag14&t=15s. მათ მიერ შესრულებულმა ნამუშევარმა გაიმარჯვა. მოსწავლეები: გიორგი გველესიანი, ანი მემანიშვილი, მარი ჯიხოშვილი,მათე შეყილაძე, ანა ჩუბინიძე და მასწავლებელი ეკატერინე ტაბატაძე დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით და გადაეცათ სერთიფიკატები.
აღნიშნულ კონფერენციაზე 142-ე საჯარო სკოლის მერვე კლასის ორმა მოსწავლემ: შორენა ბარბაქაძემ და მარიამ ბაბულეიშვილმა მოაწყო პოსტერების გამოფენა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა და აქტიურად აცნობდნენ დაინტერესებულ პირებს შესრულებული სამუშაოს შესახებ. მოსწავლეებს გადაეცათ წიგნები საჩუქრად და სერთიფიკატები.