26-11-2013, 22:47
ჯგუფის წევრთა ფუნქციასა და მოვალეობას წარმოადგენს კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და და ურთიერთპატივისცემის კულტურის განვითარების ხელშეწყობა, განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, საკუთარი და კოლეგების საჭიროებების დადგენა და ანალიზი, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივი ძიება.
პროექტში მონაწილე პედაგოგების მიერ შედგა სამოქმედო გეგმა. საკვლევ თემად შეირჩა ,,მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში."
სამიზნე ჯგუფად განისაზღვრა XI კლასები ,,შვიდკაცამ " მსჯელობიდან გამომდინარე აღნიშნულ კლასებში ტესტირებული გამოკითხვა ჩაატარა და საკვლევი მასალით მიღებული შედეგი დიგრამული სახით წარმოადგინა. მოხდა პრობლემათა იდენტიფიცირება, მათი პროცენტული ზრდადობის მიხედვით დალაგება და გადაჭრის ალტერნატიული გზების, ვერსიების შემუშავება. გამოიკვეთა გრძელვადიანი დამოკლევადიანი მიზნები