2013 წლის 24 დეკემბერს ქალაქ თბილისის142-ე საჯარო სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო. სკოლის დირექტორი შ. ცნობილაძე, დირეტორის მოადგილეები ფატმან გოგოლაძე, ბელა ჩიტია, პედაგოგები და ბავშვები სტუმრების მისაღებად ემზადებოდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის ფარგლებში სკოლებს სთავაზობს ბიბლიოთეკების განახლებას მხატვრული ლიტერატურით. 7-ე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგების ლ. საურუსა და ნ. ჯიქიძის ხელმძღვანელობით მოამზადეს ქართულისა და ისტორიის ინტეგრირებული პროექტ-ღონისძიება. პროექტის სახელწოდებად აირჩიეს დავით გურამიშვილის სიტყვები: ,, ჭკუვა უხმარს არის ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების,, ღონისძიების სახელწოდებად კი:,,კარცერ ლუქსი,, მონაწილე მოსწავლეებმა შესანიშნავად შეასრულეს ,,ჯინსების თაობის,, გმირების სახეები. ღონისძიება დაამშვენეს მოწვეულმა სტუმრებმა: მწერალმა დათო ტურაშვილმა, ქალბატონმა ნათელა მაჭავარიანმა / გეგა კობახიძის დედა/ და მისმა მეგობრებმა საკრებულოდან. ღონისძიებამ ემოციურ ფონზე ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრების მხრიდან.