მე-4 კლასის ხელმძღვანელმა ციალა გელაშვილმა ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი - "მოგზაურები და აღმოჩენები". მოსწავლეებმა თვითონ მოიძიეს ინფორმაცია თემის შესახებ. რუკაზე აჩვენეს გამოჩენილი მოგზაურების მარშუტები, იმსჯელეს დედამიწის ფორმასა და სიდიდეზე. მოძიებული მასალები აიკინძა ერთ წიგნად, სათაურით "მოგზაურების კვალდაკვალ".