30-03-2014, 20:26
[b] 2014 წლის 11 თებერვალს 6/1 კლასში /დამრიგებელი ჟუჟუნა ხელაშვილი/, მუსიკის მასწავლებელმა მაია მარშანიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე ,,მე და მუსიკა,, გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელმა მოსწავლეებს შეახსენა , რომ მუსიკა არის ხელოვნება ბგერათა საშუალებით სინამდვილის ასახვისა , რომელიც ადამიანის ემოციურ გრძნობებზე ახდენს ზემოქმედებას.
მოსწავლეებმა გააკეთეს განმარტება თუ რა არის მუსიკა, რა როლი აქვს მას ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში. შემდეგ წაიკითხეს შექსპირის სონეტები, სადაც ნათლად ჩანდა კავშირი მუსიკასა და პოეზიას შორის - ლექსების სახით წარმოადგინეს. მათ წაიკითხეს მორის ფოცხიშვილის , გალაქტიონ ტაბიძის ლექსები ფრანგი კომპოზიტორის კლოდ დებიუსის ,, მთვარის შუქის ,, მუსიკის ფონზე.
გაკვეთილის მსვლელობისას ყველა მოსწავლე აქტიური იყო. თუმცა განსაკუთრებით თავი გამოიჩინა ნიკა ნეფარიძემ, ლუკა ნიშნიანიძემ, ნიკა მარტიაშვილმა, ნინო ჩაჩანიძემ, ქრისტეფორე მიქიაშვილმა, ვასილ ნებულიშვილმა, გიორგი სილაგაძემ, ალექსანდრე მარუაშვილმა და ლიკა ხანიკაშვილმა.
გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მიერ.[b]