4/3 კლასში ჩატარდა გაკვეთილი -პროექტი ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", / დამრიგებელი მანანა ხულუზაური/ მოსწავლეებმა თავად მოიპოვეს მასალები ჩვენი ღირსეული წინაპრების შესახებ, რომელთა გასაოცარი გმირობით ამაყობს საქართველო. მასწავლებელმა შეახსენა მოსწავლეებს, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია და და ჩვენი ვალია წინაპრების მსგავსად თუკი სამშობლოს დასჭირდება შეეძლოთ უყოყმანოდ თავის გაწირვა, რომ პირადულზე მაღლა ყოველთვის ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ, ნიჭი, ძალა და უნარი მოახმარონ საქართველოს. მათ უნდა გააგრძელონ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ისევე ღირსეულად, როგორც ჩვენ წინაპრებს სჩვეოდათ. ახლა მათი ჯერია.....