ქ. თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში 15 აპრილს ჩატარდა პოეზიის საღამო, მიძღვნილი ტრაგიკულად დაღუპული პოეტის, ზურაბ ჯაფარიძის საპატივსაცემოდ. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა გერმანოზაშვილი. პოეზიის საღამო გაფორმებული იყო ზურაბ ჯაფარიძის პორტრეტით, მისი გამონათქვამებით, ვიდეოკოლაჟით, რომელშიც პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ეტიუდები იყო ასხული. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები- პოეტის მეუღლე ქეთი დოლიძე, ქართულ პოეზიაში სევდის დედოფლად ცნობილი . შვილი- ზურაბ ჯაფარიძე. მწერალის და-მანანა ჯაფარიძე. ქალბატონი მანანა დოლიძე, მწერალი და ლიტერატურული ჟურნალ ,,ამერ-იმერის" რედაქტორი- ვაჟა ჩორდელი, პოეტი ჯუბა ღებელი, ფოტოკორესპოდენტი-ეკა უძილაური. ნორჩი შემოქმედი, პოეტი, კომპოზიტორი და მხატვარი ლიზი ბუდაღაშვილი, მაია ლობჟანიძე, ზურაბ ჯაფარიძის თანაკურსელი- ზოია ბუბუტეიშვილი. საღამო იყო ემოციით სავსე. ლიტერატურული სალონის წევრები დიდ მონდომებით კითხულობდნენ პოეტის ლექსებს. ღონისძიება დაამშვენა სკოლის საესტრადო ანსამბლმა ,,ვარსკვლავებმა" ხელმძღვანელ ნანა ზარქუას ინიციატივით ანსამბლმა პოეტის ლექსზე შექმნილი სიმღერა შეასრულეს რომელსაც დამსწრე საზოგადოების დიდი ემოცია მოჰყვა. ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები. ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა შორენა ცნობილაძემ მონაწილე მოსწავლეებმა დააჯილდოვა დიპლომებით და სტუმებს გადაეცათ სიმბოლური სჩუქრები: ჯვრის მონასტრისა და სვეტიცხოვლის მხატვრული მაკეტები მხატვარ ომარ შაფათავას მიერ შესრულებული, ლიტერატურული ჟურნალი ანეული, რომელშიც დაბეჭდილია მაყვალა გერმანოზაშვილის წერილი ზურაბ ჯაფარიძის გახსენება ,, ვიცი მეც მელის არაგვის ბედი". საღამო იყო საინტერესო, ამაღელვებელი, პოეზიის სიყვარულით გამსჭვალული, რის გამოც მონაწილე მოსწავლეები, სტუმრები და დამსწრე საზოგადოება არფრთოვანებას ვერ მალავდნენ.