ქ.თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შემოდგომა-ზამთრის სეზონის (ოქტომბერი-დეკემბერი) სასკოლო მათემატიკურ ოლიმპიადა „ევერესტში“ რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ საქართველოში. აღნიშნული ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოზარდებში განათლების დონის ამაღლებას, სწავლის მოტივაციის გაზრდას.