2015 წლის 29 მაისი 142-ე საჯაროსკოლის მოსწავლეების საქმიანი ჟრიამულით დაიწყო. მოლოდინის სიხარული, ღელვა და სასიამოვნო შეგრძნება ავსებდა სკოლის კედლებს.
და მართლაც, ამ დღეს სტუმრების მოლოდინში დაათენდათ პატარებს. 142-ე სკოლაში 29 მაისს გოგლა ლეონიძის დღეა!
,, დღეს ჩვენი დღეა! " ამ სიტყვებით ეგებებოდნენ სტუმრებს სკოლის დირექტორი ქალბატონი შორენა ცნობილაძე, პედაგოგები და მოსწავლეები.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ქ-ნი ლეილა საურის ხელმძღვანელობით ლიტერატურულმა სალონმა კიდევ ერთი ბრწყინვალე დღე აჩუქა სკოლას.