avtobusi
avtobusi
home მთავარი სკოლა აქტივობები გალერეა ბმულები კონტაქტი
5-06-2019, 13:08

2019 წლის 5 ივნისი ქ.თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების,მასწავლებლებისა თუ სკოლის დირექციის მეხსიერებაში დაუვიწყარ, შთამბეჭდავ, ემოციებით სავსე, სულის ზეიმად დარჩება. დღე, რომელსაც ერქმევა სახელი“ქართლი-დედა წმინდანთა“.
იდეა,წმინდანთა თაყვანისცემისა, მათი მოწამეობრივი ღვაწლის დაფასებისა, მათი წმინდა სულების წინაშე ქედმოდრეკისა -ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებლებში დაიბადა. იდეას მხარი აუბეს ამავე სკოლის ლიტერატურული სკოლის აქტიურმა მოსწავლეებმა,რომლებმაც მასწავლებლებთან თანამშრომლობით სიტყვა საქმედ აქციეს.
ქართლს,სრულიად საქართველოს გულში უამრავი წმინდანი ჩაუკრავს. ერთ ღონისძიებაზე ყველა წმინდანის ღვაწლის შესწავლა და სამზეოზე გამოტანის პრეტენზია არც გვქონდა. ეს ღონისძიება მცდელობა იყო ჩვენი, ქართველი ერის სულიერი პორტრეტის შესწავლისა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში და ყოველ სასწავლო წელს ვეთაყვანებით და სიყვარულით აღვნიშნავთ მათ ფასდაუდებელ ღვაწლსა და მადლს ღვთისა და ერის წინაშე.
5-06-2019, 12:27
თბილისის N142 საჯარო სკოლის II ა ოთხგზის „სუპერ კლასის“ ხელმძღვანელი ლელა არჩვაძე:
„მოსწავლეები მიხვდნენ, რომ Izrune.ge-ს წარმომადგენელს გესაუბრებით და გაფაციცებით, დიდი სიხარულით მისმენენ.მიღწეული შედეგები და თქვენგან ყოველმხრივი წახალისება ძალიან საამაყო და სტიმულის მომცემია კლასისთვის.















        © თბილისის 142-ე საჯარო სკოლა