avtobusi
avtobusi
home მთავარი სკოლა აქტივობები გალერეა ბმულები კონტაქტი
10-06-2019, 14:44
(ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლის V1 კლასის მოსწავლე ელენე ელყანიშვილის III პერსონალური გამოფენა)
პატარა, მაგრამ დიდი ნიჭით დაჯილდოებული ელენე ელყანიშვილი თითქოს არაფრით გამოირჩევა თანატოლებისგან, არა და, მის ფერად სამყაროს რომ ეწვიოთ, ნამდვილად გამოარჩევთ. 10 წლის მოზარდი 700-მდე ფერწერული თუ გრაფიკული, მრავალფეროვანი თემატიკის ნამუშევრებით ხიბლავს მნახველს.
ელენემ ფანქრით ხატვა 3 წლისამდაიწყო, ფერადი სამყაროს შექმნა კი 6 წლის ასაკიდანგანაგრძო. მისი პირველი ნახატი, ზეთის საღბავებით შესრულებული-ყვავილებია.სწორედ ყვავილების აღმოჩენით დაიწყო პატარამ, მაგრამ დიდმა მაძიებელმა სამყაროს მშვენიერების ამოცნობა.
საუბრის დროს, თუ რომელი თემა იყო მისთვის საინტერესო, გაგვიმხილა:
„მინდა სამყაროს მშვენიერება ჩემს ნახატებში გადმოვიტანოო“
ელენეს სიტყვები მის ნახატებში აისახა. სიტყვა საქმედ იქცა. შემოქმედის ნახატებში იგრძნობა სამყაროს მთლიანობის ერთ პატარა, მაგრამ შემოქმედი, გონიერი ნაწილის ჰარმონიული შერწყმა.















        © თბილისის 142-ე საჯარო სკოლა