ამაღლებული განწყობით დაიწყო ახალი სასწავლო წელი თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში. ყვავილების თაიგულებით, სიყვარულით სავსე სახეებით ულოცავდნენ მონატრებული მოსწავლეები მასწავლებლებს ღირსშესანიშნავ დღეს. მშობლიური სკოლა სადღესასწაულოდ მაგნიტივით იზიდავდა მოსწავლეებს, მშობლებს,ბებია-პაპებს, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად სკოლის ეზოში თავიანთ სანუკვარ დროს, ბავშვობას დაჰბრუნებოდნენ.