avtobusi
avtobusi
home მთავარი სკოლა აქტივობები გალერეა ბმულები კონტაქტი
19-03-2019, 17:31
7 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროექტი „გახდი პოლიტიკოსი“ წარმატებით დასრულდა. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მიერ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად მომზადებულმა პროექტმა მოსწავლეებს მისცა უნიკალური შანსი გაცნობოდნენ კანონშემოქმედებით საქმიანობას და, რაც მთავარია, საქართველოს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ემსჯელათ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში გამართულ სპეციალურ ტრენინგებზე მოსწავლეებმა პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად განიხილეს: საკანონმდებლო ტექნიკის, საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებისა და წარდგენის პროცედურები, დებატების წარმართვის ხელოვნება და კანონპროექტის მოსამზადებლად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.















        © თბილისის 142-ე საჯარო სკოლა