დღეს, 2019 წლის 31 მაისს, 142-ესაჯარო სკოლაში Iა კლასის დამამთავრებელი ღონისძიება, სახელწოდებით "ჩვენი ენა ქართული" გაიმართა.
კლასის დამრიგებლის, ქალბატონი ნაილი ბახტურიძის პატარა შეგირდებმა სკოლის სცენაზე დგომის გამოცდილება მიიღეს და დარბაზში შეკრებილებს მშობლიური ენის სიყვარულით სავსე სიტყვები და მუსიკალური ჰანგები შემოგვთავაზეს. მხატვრულად ისაუბრეს საქართველოს ისტორიასა და ქართული ენის მნიშვნელობაზე.