ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში მრავალ ღონისძიებათაგან ტრადიციად დამკვიდრდა საქველმოქმედო აქცია - „სიკეთე გადამდებია“,რომელიც წლების განმავლობაში სკოლის თვითმმართველობის,დირექციისა და აქტიური მშობლის,პოეტ დიკა სალაყაიას ინიციატივით ტარდება.მოსწავლეები სიხარულით აგროვებენ ტანსაცმელს,საჭირო ნივთებს,სათამაშოებს,სახელმძღვანელოებს.