იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 173–ე წლისთავთან დაკავშირებით 2/1 კლასის მოსწავლეებმა მთაწმინდის პანთეონში ყვავილებით შეამკეს გოგებაშვილის საფლავი. წარმოადგინეს გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მასალები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები დედაენაზე და სამშობლოზე
2013 წლის 16 ოქტომბერს ქ. თბილისის #142 საჯარო სკოლამ საქველმოქმედო კონცერტის ყველაფერი კარგად იქნება"-ს მასპინძელი იყო. ღონისძიება საქარტველოს ინვალიდ და ამპუტანტ ფეხბურთელთა პირველი ჩემპიონატის საზეიმო დახურვას ეძღვნებოდა, რომელში მონაწილენიც საქართველოს სხვადასხვა საომარ მოქმედებებში დაჭრილი და ამპუტირებული მეომრები არიან. ამ ღონისძიებით კი დასაბამი მიეცა მათ ინტეგრაციას თანამედროვე საზოგადოებაში.
4/1 კლასის ხელმძღვანელმა ლელა არჩვაძემ ჩაატარა ულამაზესი ღონისძიება "ლექსო არ დაიკარგები". დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა პატარების მიერ შესრულებული ხალხური ცეკვა-სიმღერებითა და მხატვრულად წაკითხული ლექსებით. სკოლის დირექტორმა შორენა ცნობილაძემ მადლობა გადაუხადა ბავშვებს და მათ ხელმძღვანელს ასეთი მაღალი დონის ღონისძიების ჩატარებისათვის.
2013 წლის 12 აპრილს 142 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ინტეგრირებული ღონისძიება - საქატთველოს კუთხეების ისტორიულ- გეოგრაფიულ- ეთნოგრაფიული მიმოხილვა.
2013 წლის 22 აპრილს 142 საჯაეო სკოლის 6/2 კლსის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გეოგრაფიის პედაგოგის -მაკა ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ღია გაკვეთილი-leftპროექტი ,, დედამიწის დღე"
[b][/b] 2013 წლის 8 თებერვალს 142-ე საჯარო სკოლაში XI/2 კლასში ღია გაკვეთილი - ,, ჩვენ ვიდავითებთ, ჩვენ ვითამარებთ, ჩვენ ვიდიდგორებთ დავით" გაკვეთილი ჩაატარა ისტორიის პედაგოგმა ნათელა სიხარულიძემ