avtobusi
avtobusi
home მთავარი სკოლა აქტივობები გალერეა ბმულები კონტაქტი
29-10-2011, 15:04
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა სამინისტროს, სახალხო დამცველსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
29-10-2011, 14:46
სამინისტროს მიერ ინიცირებული „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თბილისის №60 საჯარო სკოლისა და თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო საღამო გამართეს.
29-10-2011, 14:46
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული სკოლების ბრენდირების პროექტის ფარგლებში ბრენდირებული სკოლები გამოვლინდა. ბრენდირების პროცესში გამოვლენილი ათი საუკეთესო სკოლის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა და მათ სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნულ სკოლებს ცხრა ვარსკვლავი მიენიჭათ.
29-10-2011, 14:46
2011 წლის ოქტომბრიდან საქართველოსა და ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის პროექტი ,,დავეხმარებით პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში“ ამოქმედდება.
29-10-2011, 14:46
მანდატურებსა და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კონოთეატრმა ამირანმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მხატვრული ფილმი „სამი მუშკეტერი“ იხილეს. მანდატურებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
29-10-2011, 14:46
2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისი გამორჩეული აღმოჩნდა პირველკლასელთათვის: ყოველ მათგანს სკოლაში პრეზიდენტის საჩუქარი ნეტბუკი დახვდა. ბავშვები პირველი კლასიდანვე შეისწავლიან კომპიუტერთან ურთიერთობას, რასაც ხელს შეუწყობს მათში ჩატვირთული სახალისო პროგრამები. პირველი კლასის საკლასო ოთახში მოეწყო უხაზო ქსელი, რომლის საშუალებითაც მასწავლებლის ნეტბუკი დაუკავშირდება მოსწავლეებისას.
29-10-2011, 14:46
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ტყიბულის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა პალიკო კუბლაშვილმა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახლადაშენებული საბაზო სკოლა გახსნეს.
29-10-2011, 14:45
2011 წელს ქართული ხელნაწერები ”იუნესკოს” მსოფლიო დოკუმენტურ რეესტრში შევიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს ,,იუნესკოს’’ საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ ბრიფინგი გამართეს.
29-10-2011, 14:45
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლეთა წახალისების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქალაქ ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მეათეკლასელი მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრეს.
29-10-2011, 14:45
მასწავლებლის სახლში ფიზიკის მასწვალებლებისთვის და N199-ე და N42-ე სკოლების მოსწაველებისთვის მასტერკლასი ჩატარდა. ცერნის კვლევითი ლაბორატორიის ექსპერტებმა პედაგოგებთან ფიზიკაში არსებულ თანამედროვე მიღწევებსა და ამ სფეროში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრეს.















        © თბილისის 142-ე საჯარო სკოლა